Search

პირველი ლიმიტირებული გამოცემა-ფაქსიმილე
მსოფლიოს ბოლო ხელნაწერი და ილუსტრირებული
იოანესა და მარკოზის სახარებები
სახარების ხელნაწერების ერთგული რეპროდუქცია, როგორც სრულყოფილი ფაქსიმილური გამოცემა
უმაღლესი შედეგისათვის აუცილებელი კომპონენტები
ოსტატობა, საუკეთესო მასალები და დრო

უმაღლესი ხარისხის გამოცემებს უზრუნველყოფს  მაღალ კვალიფიციურ, გამორჩეულ ექსპერტთა გუნდი. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალებს, რაც მაქსიმალურად შეესატყვისება წიგნის შინაარსს და ასევე ავტორისეულ ჩანაფიქრს, რომელსაც პატივისცემით ვეკიდებით, ვინაიდან მან შექმნა უნიკალური შედევრები თავისი შთამბეჭდავი ხელოვნებითა და ძვირფასი მასალებით.

დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – ამიტომ წიგნების გამოცემასთან დაკავშირებული ჩვენი პროექტები, როგორც წესი, ერთ წელზე მეტხანს გრძელდება. დიდ დროს მოითხოვს და შრომატევადია ბეჭდვისწინა საფეხური, ორიგინალთან შედარების მიზნით მივლინებები, სასინჯი ეგზემპლარების ბეჭდვა და ნიუანსობრივი აცდენების გასწორება. მეტალო-აპლიკაციის მეთოდი უაღრესად ფაქიზ მიდგომას მოითხოვს სამუშაო პროცესისადმი: წიგნის თითოეული გვერდის ინდივიდუალური დამზადება, ყოველი ტომის აკინძვა და ბოლოს მათთვის გამიზნული ხელნაკეთი ყუთების დამზადება მრავალსაუკუნოვანი ხელთსაქმობის ტრადიციის შესაბამისად (რაც განსაკუთრებით დიდ დროს მოითხოვს).

სამუშაოს შესრულების ყოველი ეს ეტაპი გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ  კომპლექსურ მიზანს, რომელიც დავისახეთ ჩვენს კომპანიებში გამოქვეყნებული თითოეული გამოცემისთვის: ხელახლა შევქმნათ უნიკალური, ტექნიკურად სრულყოფილი შედევრი, თუმცა ამავდროულად შევინარჩუნოთ ორიგინალის შექმნის დროინდელი იდეა, ხედვა და ატმოსფერო, შევიცნოთ და განვიცადოთ კულტურული გამოცდილება და ნამუშევრის მიღმა არსებული ისტორიები.

View More
გაიგეთ მეტი რეპროდუქციების შესახებ
სახვითი ხელოვნების ფაქსიმილური გამოცემები, როგორც ორიგინალური ასლები. სულისშემძვრელი , სამაგიდო ხელოვნების ნიმუშები.
მეტი

@SMARTINNOVATIONS 2022

error: Alert: Content selection is disabled!!