Search

ისტორია
1978 წელს, როდესაც რელიგია ჯერ კიდევ იდეოლოგიური აკრძალვისა და დევნის საგანი იყო, ირაკლი ფარჯიანმა სახარების გადაწერა და ილუსტრირება დაიწყო.

ფარჯიანის „სახარებები“ შუა საუკუნეების სურნელით სუნთქავს და, ამავდროულად, თანამედროვე კულტურის ნიშნებს ატარებს. აქ თანაარსებობს ხელნაწერი რელიგიური წიგნის კანონიკური იკონოგრაფია და მხატვრის საავტორო ინტერპრეტაცია. საოცარია, რომ საბჭოთა საქართველოში იქმნება სახარების უნიკალური ვერსია, რომლის ანალოგიც დღემდე არ არსებობს. ფარჯიანი შუა საუკუნეების სახარების გადამწერთა მსგავსად მოქმედებს – შესაძლოა, მისი წინაპრების, რადგან სვანეთში გადამწერთა სკოლა არსებობდა. შუა საუკუნეების შემდეგ, ეს არის სახარების გადაწერის და ილუსტრირების ერთადერთი ფაქტი ქართულ მხატვრობაში. ეს მოვლენა მით უფრო საყურადღებოა, თუ გავიხსენებთ, რომ სახარებაზე მუშაობის პროცესი საბჭოთა სინამდვილეში სახიფათო იყო მხატვრისთვის, ასეთი წიგნის პრეზენტაცია კი – სრულიად წარმოუდგენელი.

სახარების ილუსტრაციებით იწყებს და „ბერლინის ციკლით“ ასრულებს ფარჯიანი თავის შემოქმედებას და მათ შუალედში – მინიატურებიდან მონუმენტურ ფერწერამდე – ქმნის მრავალფეროვნებას, რომელიც ამ ორი ციკლის იდეებს, მოტივებს, კონცეფციას მოიცავს და რაც მხატვარს მისეული მეთოდით, ცოდნითა და ოსტატობით სრულყოფილებამდე მიჰყავს.

მეტი
პირველი ლიმიტირებული გამოცემა-ფაქსიმილე
ლიმიტირებული საკოლექციო გამოცემა, ტყავის გარეკანი და სპეციალურად შექმნილი ყუთი თითოეული სახარებისთვის

აღნიშნული ფაქსიმილე უნიკალური, ორგანზომილებიანი ორიგინალის ეფექტური ტექნიკურ-მექანიკური რეპროდუქციაა, ანუ დედნის ასლია და არა ხელნაწერი.

წიგნებს  შენარჩუნებული აქვთ ორიგინალის შიდა და გარე მახასიათებლები. ბეჭდვა განხორციელდა ყველა უახლესი ტექნიკური საშუალებით, რამაც უზრუნველყო  ორიგინალთან ფაქსიმილეს მაქსიმალური სიახლოვე და ამავდროულად მისი ხელმისაწვდომობა.

ამგვარად ფაქსიმილე ნებისმიერ შემეცნებით თუ მხატვრულ ინტერესებსა და მოთხოვნებს შეესატყვისება და აკმაყოფილებს. ამდენად ის ამ უნიკალური წიგნების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს ბიბლიოგრაფებსა და ბიბლიოფილებს და შემეცნებითი თუ მხატვრული თვალსაზრისით ის უაღრესად ღირებული შენაძენია მსოფლიო კულტურისათვის.

მეტი
რას ნიშნავს “ფაქსიმილე გამოცემა”
თანამედროვე შედევრის რეპროდუქცია

სიტყვა მომდინარეობს ლათინური ტერმინიდან: fac simile = გავხადოთ მსგავსი. ფაქსიმილე არის ხელნაწერის, ან დაბეჭდილი წიგნის ზუსტი რეპროდუქცია (ზუსტი ასლი).  ცხადია ეს  ნიშნავს ორიგინალური ნამუშევრის ყველა ხილული მახასიათებლის ფაქსიმილში გადმოტანას – ცოცხალი ფერების, ოქროსა და ვერცხლის, მაგრამ ასევე დროის ნიშნებისა თუ დეფექგების. ფაქსიმილური წიგნები ზოგადად გამოიცემა მთელ მსოფლიოში შეზღუდული გამოცემებით. ფაქსიმილური გამოცემები განსხვავებულია, არა მხოლოდ თითოეული ცალკეული ნივთის სრულყოფილი ტექნიკური რეპროდუქციისა და ოსტატობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ისინი აღბეჭდავენ და გადმოსცემენ ორიგინალის სულსა და ქარიზმას.

მეტი
უმაღლესი შედეგისათვის აუცილებელი კომპონენტები
ოსტატობა, საუკეთესო მასალები და დრო

უმაღლესი ხარისხის გამოცემებს უზრუნველყოფს  მაღალ კვალიფიციურ, გამორჩეულ ექსპერტთა გუნდი. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალებს, რაც მაქსიმალურად შეესატყვისება წიგნის შინაარსს და ასევე ავტორისეულ ჩანაფიქრს, რომელსაც პატივისცემით ვეკიდებით, ვინაიდან მან შექმნა უნიკალური შედევრები თავისი შთამბეჭდავი ხელოვნებითა და ძვირფასი მასალებით.

დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – ამიტომ წიგნების გამოცემასთან დაკავშირებული ჩვენი პროექტები, როგორც წესი, ერთ წელზე მეტხანს გრძელდება. დიდ დროს მოითხოვს და შრომატევადია ბეჭდვისწინა საფეხური, ორიგინალთან შედარების მიზნით მივლინებები, სასინჯი ეგზემპლარების ბეჭდვა და ნიუანსობრივი აცდენების გასწორება. მეტალო-აპლიკაციის მეთოდი უაღრესად ფაქიზ მიდგომას მოითხოვს სამუშაო პროცესისადმი: წიგნის თითოეული გვერდის ინდივიდუალური დამზადება, ყოველი ტომის აკინძვა და ბოლოს მათთვის გამიზნული ხელნაკეთი ყუთების დამზადება მრავალსაუკუნოვანი ხელთსაქმობის ტრადიციის შესაბამისად (რაც განსაკუთრებით დიდ დროს მოითხოვს).

სამუშაოს შესრულების ყოველი ეს ეტაპი გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ  კომპლექსურ მიზანს, რომელიც დავისახეთ ჩვენს კომპანიებში გამოქვეყნებული თითოეული გამოცემისთვის: ხელახლა შევქმნათ უნიკალური, ტექნიკურად სრულყოფილი შედევრი, თუმცა ამავდროულად შევინარჩუნოთ ორიგინალის შექმნის დროინდელი იდეა, ხედვა და ატმოსფერო, შევიცნოთ და განვიცადოთ კულტურული გამოცდილება და ნამუშევრის მიღმა არსებული ისტორიები.

მეტი

@SMARTINNOVATIONS 2022

error: Alert: Content selection is disabled!!