პირველი საკოლექციო ლიმიტირებული გამოცემა 900
გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნის ფორმა სრული ინფორმაციის მისაღებად

Ტექნიკური აღწერილობა

სერთიფიკატი / უფლებები

ფასი და მიწოდების პირობები

მოთხოვნის ფორმა
მონაცემები პროდუქტის მიმწოდებლის შესახებ
შპს სმარტ ინოვაცია, ს/ნ 405407581, რეგისტრირებული მისამართი: შალვა ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, ბინა 54, თბილისი, საქართველო
მარეგისტრირებელი ორგანო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]


პროდუქტის თაობაზე
ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის ხელნაწერი და ილუსტრირებული მარკოზისა და იოანეს სახარების ფაქსიმილე ბეჭდური გამოცემა


პროდუქტის ფიზიკური მონაცემების თაოაბაზე
მარკოზის სახარება:
შიდა გვერდების რაოდენობა 160
შიდა გვერდების ზომა 19,5 x 25,5 cm
4 ფერიანი დაფერვა ყველა გვერდზე, ოქროთი და ვერცხლით ბეჭდვა
შეკვრა, დაკეცვა, სწორი ჭრა. მიკერება. სამმხრივი მოოქრვოვილი წიგნის ბლოკი
PU თეთრი მასალა, ვერცხლისფერი ტვიფრი, და blind on U1, ყუა და U4.
ყდა PU ან ქსოვილი. ვერცხლის და blind ტვიფრი გარეკანზე, ყუასა და უკანა ყდაზე. მზა ფაქსიმილე.


იოანაეს სახარება:
შიდა გვერდების რაოდენობა 130
შიდა გვერდების ზომა 35 x 42 cm
4 ფერიანი დაფერვა ყველა გვერდზე, ოქროთი და ვერცხლით ბეჭდვა
შეკვრა, დაკეცვა, სწორი ჭრა. მიკერება. სამმხრივი მოოქრვოვილი წიგნის ბლოკი
PU მუქი ყავისფერი/მწვანე ტვიფრი ოქროში.
ყდა PU ან ქსოვილი. ოქროს blind ტვიფრი გარეკანზე, ყუასა და უკანა ყდაზე.


პროდუქტის უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე
სმარტ ინოვაციას გააჩნია ყველა უფლება პროდუქტის ბეჭვდასა და გავრცელებაზე თანახმად 2022 წლის 01 ნოემებრის განსაკუთრებული სალიცენზიო ხელშეკრულებისა


პროდუქტის მიწოდების პირობები
პროდუქტის მიწოდება განხორციელდება შემძენის მხრიდან საავანსო თანხის სრულად გადახდიდან 60 დღის ვადაში
პროდუქტის მიწოდება განხორციელდება შემძენის მიერ განაცხადში დაფიქსირებულ მისამართზე
შემძენი ვალდებულია უზრუნველყოს განაცხადში მითითებული მისამართის ფუნქციონირება იმ სახით რომ იქ შესაძლებელი იყოს გზავნილის ჩაბარება ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით 10.00 სთ - 18.00 საათამდე
განაცხადში დაფიქსირებული მისამართის ცვლილების ან/და მისამართზე არაუფლებამოსილი პირის მიერ გზავნილს ჩაბარებაზე მთელი პასუხისმგებლობა (რისკები) ეკისრება შემძენს
პროდუქტის შემძენზე ჩაბარებად ჩაითვლება განაცხადში დაფიქსირებულ მისამართზე ნებისმიერ სრულწლოვან პირზე გზავნილის გადაცემა
პროდუქტის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, რაც დაკავშირებული იქნება განაცხადში დაფისირებული მისამართის უზუსტობასთან ან მისამართზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის არყოფნასთან პროდუქტი უბრუნდება მიმწოდებელეს
დაბრუნებული პროდუქტის მიწოდების ფორმაზე მხარეები შეთანხმდებიან დამატებით ამასთან დამატებით მიწოდებაზე ყველა ხარჯი მათ შორის პროდუქტის დაბრუნებაზე გაწეული/გასაწევი ხარჯები წინასწარ დამატებით უნდა ანაზღაურდეს შემძენის მიერ
პროდუქტის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში შემძენი უფლებამოსილია წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს პროდუქტის ნაკლის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რასაც უნდა დაურთოს შესაბამისი ფოტო ან/და ვიდეო მასალა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მსგავსი პრეტენზიები არ მიიღება


შემძენის ვალდებულება:
გადაიხადოს პროდუქტის ღირებულება
მიიღოს პროდუქტი
უპასუხოს მიწოდებლის შეტყობინებებს გონივრულ ვადაში მაგრამ არაუგვიანეს მათი მიღებიდან 48 საათში
არ განახორციელოს პროდუქტის კოპირება, ასლის დამზადება ან/და გავრცელება იქნება ეს რაიმე სახის მატერიალურ თუ ელექტრონულ მატარებელზეთუ ვიზუალიზაციის სხვა ფორმით.


ფორს - მაჟორული გარემოებები
შესაბამისი მხარე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედებით;
წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება: საომარი მოქმედებები, სტიქიური უბედურება, სამოქალაქო დაპირისპირება, ტექნოლოგიური ან ეკოლოგიური კატასტოფა, მთავრობის გადაწყვეტილებები ან სასამართლო აქტები ან ნებისმიერი სხვა ისეთი გარემოება, რომელიც წარმოიშვა მხარის ნებისაგან დამოუკიდებლად და შეუძლებელს ხდის ან/და არაგონივრულად აძნელებსმხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
მხარე, რომელიც ფორს-მაჟორული გარემოების გამოვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ მეორე მხარეს წერილობით, ფორს-მაჟორული გარემოების წარმოშობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღისა ასეთი გარემოების წარმოშობის მომენტიდან;
ფორს მაჟორული გარემოებების არსებობა მხარეს არ ათავისუფლებს ვალდებულების შესრულებისაგან. ამასთან თუ ასეთი გარემობები გაგრძელდა ერთი თვის განმვალობაში მხარეები ხელშეკრულების პირობებს შეუსაბამებენ შეცვლილ გარემოებებს ან მიიღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.



კონფიდენციალობა
ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მიმწოდებელთან ან/და შემძენთან და რომელიც მათ გაიგეს წინამდებარე წესებში ასახული პროდუქტის შეკვეთის/შეძენის ან მიწოდების დროს არის კონფიდენციალური და იგი არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს სრულად ან ნაწილობრივ შესაბამისი მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. გარდა:
- თუ ის ცნობილი იყო მხარისათვის შეკვეთის გაფორმებამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
- რომლის მესამე პირისათვის გადაცემაც სავალდებულოა კანონმდებლობით.
ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემძენის დამატებითი თანხმობის გარეშე, შემძენის შესახებ მის ხელთ არსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს, თუ აღნიშნული გადაცემა აუცილებელია მიმწოდებლი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის, შემძენის მიმართ არსებული რაიმე სახის მოთხოვნის მესამე პირისათვის დასათმობად (მათ შორის აღნიშნულ მესამე პირთან მოლაპარაკების პროცესში) ან/და შემძენის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
ტერმინი კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს ყველა სახის ნოუ-ჰაუს, ტექნიკურ დოკუმენტაციას და მიმწოდებლის ბიზნეს დაინტერესების სხვა ინფორმაციას, მათ შორის და არამხოლოდ: (ინფორმაციას საკუთრების უფლების შესახებ; მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას; სავაჭრო საიდუმლოებას;პოლიტიკებს, პროცესებს, ტექნოლოგიებს და შესაბამის დოკუმენტაციას; მონაცემებს და მონაცემთა სანახს სისტემებს; ბიზნეს გეგმას და ინფორმაცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ; ბიზნეს თანამშრომლობის/ პარტნიორების შესახებ ინფორმაციას; ნებისმიერი ფინანსურ და კომერციულ ინფორმაციას; პროდუქტს, პროდუქტის მახასიათებლებს, სერვისებს და სხვა ნებისმიერ ნოუ-ჰაუს დაკავშირებული მიმწოდებელთან და/ან მის კლიენტებთან).


კომუნიკაციის შესახებ:
მხარეებს შორის კომუნიკაცია განხორციელდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხოლოდ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მითითებულია ერთი მხრივ განაცხადში მეორე მხრივ წინამდებარე წესებში
შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი განაცხადი ითვლება ჩაბარებულად მეორე მხარის მიერ სათანადო დასტურის გარეშეც
მხარე რომელიც ცვლის განაცხადში ან წინამდებარე პირობებში ასახულ ელექტრონული ფოსტის მისამართს ვალდებულია მეორე მხარეს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე ასეთი ცვლილების განხორიცლებიდან არაუგვიანეს 5 დღის განმვალობაში, შეუტყობინებლობის შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ითვლება ვალიდურად.


დავათა გადაწყვეტის წესი
ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით;
შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს გზით საქართველოს მატერიალური და პროცესუალური კანონმდებლობის შესაბამისად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიმწოდებლის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
REQUEST YOUR COLLECTABLE EDITION
Contact
@SMARTINNOVATIONS 2022
error: Alert: Content selection is disabled!!